
კომპანია „თელასმა“ 2026 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

2026 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 1,053 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5% (50 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2025 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის მარტის მონაცემებით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,6%-ით (36 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 823,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 737,9 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 86 ათასი – იურიდიური პირი.
2026 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 712კმ შეადგინა, რაც 6,9%-ით (497 კმ-ით) აღემატება 2025 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (7 215 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0