
კომპანია „თელასმა“ 2025 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2025 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,836 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 1,2% (21 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2024 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,5%-ით (34,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 797,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 714,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 83,4 ათასი – იურიდიური პირი.
2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 302 კმ შეადგინა, რაც 4,3%-ით (302 კმ-ით) აღემატება 2024 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს. კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0