
კომპანია „თელასმა“ 2025 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,841 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 2,6% (73 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2024 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,2%-ით (32,4 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 804,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 720,1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 84,3 ათასი – იურიდიური პირი.
2025 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 445 კმ შეადგინა, რაც 5,5%-ით (390 კმ-ით) აღემატება 2024 წლის 9 თვის მაჩვენებელს (7 055 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0