
სს „თელასი“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის “Barta-2025“ გამარჯვებულია.
მსხვილ არასაფინანსო კომპანიებს შორის „თელასმა“ უმაღლესი შეფასება მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო მდგრადობის ანგარიში“, რომელიც წელს პირველად დაწესდა.
2019-2021 წლებში „თელასმა“ მსხვილი არასაფინანსო კომპანიების ნომინაციაში ზედიზედ სამი წლის განმავლობაში დაიმსახურა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო“.
„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.
„მაღალი ხარისხის ანგარიშგება, გამჭვირვალობა და სანდოობა ის სტანდარტებია, რომლებიც ჩვენ მრავალი წლის წინ დავამკვიდრეთ და მათ დაცვას დღემდე ვაგრძელებთ“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0