23/04/2024
11:23
საზოგადოება
სამგორის რაიონის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ ქვესადგურში „ლილო-3“ რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოები ჩაატარა.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურის 110-35კვ ღია გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთსავსე ელექტროდანადგარების ნაცვლად თანამედროვე ელეგაზური ტიპის დანადგარები დამონტაჟდა. ასევე სრულად განახლდა ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტი. ძველი ელექტრომექანიკური მართვისა და დაცვის სარელეო მოწყობილობები თანამედროვე ციფრული ტერმინალებით ჩანაცვლდა.
ქვესადგურიდან „ლილო-3“ პირდაპირ და ასევე ტრანზიტით ხორციელდება კიდევ ორი მაღალი ძაბვის ქვესადგურის ელექტრომომარაგება. აღნიშნული პროექტის დასრულებით სამგორის რაიონის 5 ათასზე მეტი აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა გაიზარდა, სამუშაო ადგილზე კი გაუმჯობესდა ეკოლოგიური და შრომის დაცვის უსაფრთხოების პირობები.
0
0