02/08/2023
23:03
პოლიტიკა
სრულიად მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით! - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ქუთაისის აეროპორტი ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად ავაშენეთ, 2008 წელს რუსების მიერ ნახევარტონიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის აეროპორტის ნაცვლად, მე თავად მივანიჭე მას დავით აღმაშენებლის სახელი.
2012 წელს მთავრობამ ერთ-ერთ პირველ ბრალდებად წამიყენა ამ აეროპორტზე დახარჯული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, შემდეგ შემოვიყვანეთ ვიზიარიც.
ამ წლებში ხშირად მინანია ამ აეროპორტის არსებობა, იმდენი ქართველი გადის იქიდან სამუდამოდ.
სრულიად მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით! ახლა ორივე ხელით უნდა ჩავაფრინდეთ ამ უნიკალურ შანსს, სანამ შესაძლებლობების ფანჯარა მორიგ ჯერზე ჩაგვეკეტება."
0
0