
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, გავაგრძელებთ კავშირების განმტკიცებას მალტისა და საქართველოს პარლამენტებს შორის, – ამის შესახებ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანჟელო ფარუჯამ განაცხადა.
როგორც ფარუჯამ აღნიშნა, მალტას მკაფიო პოზიცია აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც.
„ეს არ არის პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვგულისხმობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ უკვე დავამყარეთ ბევრი კარგი ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე. თავმჯდომარე, ბატონი შალვა დელეგაციასთან ერთად მალტაში 2023 წელს იმყოფებოდა და ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი ორ ქვეყანასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ კავშირების განმტკიცებას ორ ქვეყნის, მალტისა და საქართველოს პარლამენტებს შორის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ამ საკითხშიც“, – განაცხადა ფარუჯამ.
0
0