28/12/2024
14:40
პოლიტიკა
ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, განსახილველი ბევრი საკითხია, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა.
ვეროპარლამენტარმა ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„როგორც იცით, სამწუხაროდ, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
0
0