10/12/2022
16:11
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ დრეზდენის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეიარაღებული ბოროტმოქმედი რადიოსადგურ Rario Dresden-ს თავს დაესხა.
რადიოსადგური სავაჭრო ცენტრში მდებარეობს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ცენტრალურ საშობაო ბაზრობაზე და ქალაქის ცენტრში წასვლისგან დროებით თავი შეიკავონ.
ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ცნობილია, რომ შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედმა რამდენიმე მძევალი აიყვანა და აფთიაქს აფარებდა თავს.
ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, ისიც დაჭრილია.
ასევე ვარაუდობენ, რომ მანამდე 40 წლის ეჭვმიტანილმა, პროლისის რეგიონში საკუთარი დედა მოკლა. გერმანიის პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა კავშირი მკვლელობასა და მძევლების აყვანას შორის.
0
0