-share.jpg)
სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრი ყოველთვის იყოფოდა. ბევრ ქვეყანაში ყოფილა ინიციატივა სქესობრივი განათლების სკოლებში შეტანასთან დაკავშირებით, ბევრგან შეტანილია, ბევრგან კი საზოგადოების რეაქციისა და დამოკიდებულების გამო, მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები თავს იკავებენ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან.
სქესობრივი განათლება მოსწავლეებს ასწავლის - რეპროდუქციას, უსაფრთხო სექსუალურ კავშირს, სქესობრივ ჯანრმთელობას, რეპროდუქციულ ჯანრმთელობას და სხვა საკითხებს, რაც მოსწავლეებს სამომავლოდ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდებათ.
სქესობრივი განათლების სკოლაში მიღების გარეშე მოსწავლეებს ფაქტობრივად მხოლოდ ორი წყარო რჩებათ ამ საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის მისაღებად. ინფორმაციის ერთი წყარო არის ოჯახი, ხოლო მეორე - ინტერნეტი. როგორც ვიცით, ინტერნეტიდან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოზარდმა, შესაძლოა, ინფორმაცია დამახინჯებულად მიიღოს, ან საერთოდ არ მიიღოს, ხოლო მილიონობით ოჯახი ვერ შეძლებს საკუთარ შვილებს სრულფასოვანი ცოდნა გადასცეს სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებთ. სწორედ ამ მიზეზების გამო, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებას გააზრებული აქვს სქესობრივი განათლების მნიშვნელობა, ეს საგანი უფროსკლასელთა ცხრილშია შეტანილი.
სქესობრივი განათლების ისტორია
სქესობრივი განათლება მეოცე საუკუნემდე მიიჩნეოდა ამორალურად და საშიშად. საზოგადოება თვლიდა, რომ არ იყო საჭირო ადამიანს მიეღო ცოდნა ასეთი საკითხების შესახებ. სქესობრივი ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ტაბუდადებული იყო და მასზე საუბარი, რაც განპირობებული იყო საზოგადოების რელიგიურობითა და კონსერვატიული შეხედულებებით. მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩიკაგოში ერთ-ერთმა საჯარო სკოლის მასწავლებელმა ელა ფლაგ იანგმა მოსწავლეებისთვის დაიწყო სქესობრივი ჰიგიენის შესახებ სწავლება. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დაინახა ქალაქში პროსტიტებისა და სქესობრივი დაავადებების რიცხვის მატება. სკოლა მის ამ ინოვაციურ წამოწყებას უარყოფითი რეაქციებით შეხვდა და მასწავლებელი სკოლიდან გააგდო. ასე დაიწყო სექსუალური განათლების ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
.png)
(ფოტოზე გამოსახულია ელა ფლან იანგი)
შემდეგი წლების განმავლობაში ამერიკის მთავრობა ებრძოდა სქესობრივ განათლებას, შობადობის კონტროლს და კონტრაცეპტივებს. ვინც კონტრაცეპტივებს ყიდდა, ან ინფორმაციას აწვდიდა ხალხს ამის შესახებ, ციხეში სვავდნენ.
1922 წელს კი უკვე დაინახა განათლების სამინისტრომ სქესობრივი განათლების საჭიროება და სკოლებში საგნად დაამატა, სადაც გოგოებს ქალები უტარებდნენ გაკვეთილს, ხოლო ბიჭებს - კაცები.
სქესობრივი განათლების საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროსაც გააქტიურდა, როდესაც მრავალი ჯარისკაცი ავადდებოდა ვენერიული დაავადებებით, რომლებიც დაუცველი სქესობრივი კავშირის ბრალი იყო. ჯარში აქტიურად ვრცელდებოდა პოსტერები და პროპაგანდა, რათა მებრძოლებს არ ჰქონოდათ კავშირი „ერთი შეხედვით“ სუფთა ქალებთან.
.png)
(მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროპაგანდა)
60-იან წლებში სქესობრივი რევოლუცია დაიწყო და კონტრასეპტივების გამოყენება ლეგალური გახდა. 80-იან წლებში შიდსის გავრცელებასთან ერთად რთული გახდა სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა და ამ თემაზე ტაბუირება. ამჯერად უკვე მთავრობა გახდა იძულებული მოეწოდებინა საზოგადოებისთვის ფრთხილად ყოფილიყვნენ სქესობრივი კავშირის დროს. ამის მიუხედავად, სკოლებში სქესობრივი განათლება მაინც არ შეჰქონდათ და სქესობრივი განათლების მიღებას განათლების სამინისტრო ისევ ოჯახს ანდობდა. მხოლოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს შეიტანეს სკოლებში სქესობრივი განათლება სავალდებულო საგნად, დონალდ ტრამპის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე კი, ისევ ამოიღეს.
ინფორმაციის მიღება, თუ ამორალობა
სქესობრივი განათლების წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილი ისეთ ქვეყანაშიც კი იბრძვიან, როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათი აზრით, სკოლებში ამ საგნის დანერგვა ბავშვების გარყვნაა.
მთავარი არგუმენტები სქესობრივი განათლების სკოლებში დანერგვის წინააღმდეგ არის შემდეგი - მოზარდები არ არიან მზად მიიღონ განათლება ამ საკითხებთან დაკავშირებით, ისინი წახალისებული იქნებიან ამორალურობისკენ.
რეალურად, ვინც იცის, თუ რა ისწავლება სქესობრივ განათლებაში მიხვდება, რომ ეს საგანი მოზარდებს, ინფორმაციას აწვდის მარტივი ენით იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მათ ასაკიდან გამომდინარე უკვე აინტერესებთ (სქესობრივ განათლებას სკოლებში 15-16 წლის ასაკში ასწავლიან).
საზოგადოებაში სქესობრივი განათლების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენები არსებობს და სწორედ ეს ქმნის დიდ წინააღმდეგობას ამ საგანთან მიმართებით. ტაბუს დადება და სიჩუმე არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.
https://historycollection.com/the-dramatic-changes-of-intercourse-education-in-the-last-century/3/
https://www.bbc.co.uk/news/uk-wales-62685423
ავტორი : ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0