20/05/2025
00:13

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ევროპის გრან-პრიზე და ევროპის თასზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის გრან-პრის პირველ ეტაპზე ალექსანდრე მაჭავარიანისა და მედეა გვინჩიძის წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია.
ევროპის თასზე კი საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრები - ანა ბოლოკაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის თასსა და გარნ-პრიზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026