
სტივენ სპილბერგმა და მისმა ცოლმა ქეით კეიპშოუმ ჰოლივუდში გაფიცულ სცენარისტებსა და მსახიობებს 1.5 მილიონი დოლარი შესწირეს.
თანხა მოხმარდება გაფიცვის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენილ მსახიობებსა და სცენარისტებს.
ახლო წარსულში გაფიცულებს ფინანსურად დაეხმარნენ სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებიც, მათ შორის ლეონარდო დიკაპრიომ, მერილ სტრიპმა, ჯორჯ კლუნიმ, დუენ ჯონსონმა და სხვებმა.
13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.
SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025