
მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეხვედრისა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ „იმედინიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
აქვე განმარტეს, რომ მსჯავრდებულის მიერ შერჩეულ ექიმს, რომელმაც განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა.
„მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ელენე ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.
მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა“, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში.
0
0