
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით და დაზარალებული მიუთითებდა იმ პიროვნებაზე, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა.
„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა. ასევე „მეტადან“ მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. საუბარი არ არის ბრალდებაზე, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას შემდეგ ვაცნობებთ საზოგადოებას. მიუთითებდა დაზარალებული და, აქედან გამომდინარე, ჩატარდა ჩხრეკა. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებას, რომლის პირადი ჩხრეკაც ჩატარდა. კომპიუტერული ტექნიკა ამოვიღეთ და მიგვაქვს“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.
0
0