07/12/2024
00:53
სამართალი
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის დაშლამდე, აქტივისტები წინასწარ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და სასტუმრო “თბილისი მარიოტისა” და რუსთაველის თეატრის მიმდებარედ განლაგდნენ.
აქციის დაშლის პროცესი თავისუფლების მოედნიდან დაიყო. საპოლიციო ძალებმა რამდენიმე აქციის მონაწილეც დააკავეს.
ტექნიკა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.
ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025