01/05/2024
04:25
საზოგადოება
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაახლოებით ღამის ოთხი საათისთვის დატოვა, ხოლო აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ პარლამენტისკენ დაიძრა.
ამ დროისთვის პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე რჩება.
გამზირზე დაძაბული ვითარება თითქმის 7 საათს გაგრძელდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. მომიტინგეთა დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი, გაუშვეს ე.წ. მხუთავი გაზი, არიან დაშავებულებიც.
პოლიციის წასვლამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, დაახლოებით გალერეის მიმდებარედ, გზის გადასაკეტად მომიტინგეებმა გამოიყენეს სკამები, მაგიდები, ნაგვის ურნები და რკინის ჯებირები. ბარიკადების ერთ მხარეს სპეცრაზმი და პოლიცია იდგა, მეორე მხარეს კი, აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული და ასევე უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.
ძლიერი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი “ნაცმოძრაობის” ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
0
0