18/07/2022
14:08
პოლიტიკა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ გავრცელებულ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც "მთავარი არხის" გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული.
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის კოკა კაციტაძის თქმით, ამ ეტაპზე უკვე ჩატარდა იმ სამუშაო სივრცის დათვალიერება, სადაც ჩანაწერში ასახული საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე რაიმე მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების შესაძლო საქმეზე ჩაატარა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლებოდა ჩვენ ჩაგვეტარებინა პირველ დღეებში, გამოკითხული იქნა ჟურნალისტები. ასევე, "მთავარი არხის" სამუშაო სივრცეში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ოთახის დათვალიერება, მთავარი არხის წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეჩინათ რაიმე ტექნიკური მოწყობილობა, თუკი ასეთი არსებობდა, თუმცა ასეთი არ იქნა ნანახი. გია გაჩეჩილაძესთან შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე მის მოსვლას, მოხდება გამოკითხვა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება," - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
0
0