
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე საკონკურსო კომისიების თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის #12 ბრძანების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: ილია დარჩიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის #13 ბრძანების თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: ილია დარჩიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; კარლო ნიკოლეიშვილი – ააიპ – „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა. იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, არის მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. კონკურსების შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0