03/04/2023
08:57
სპორტი
"გაძეტა დელო სპორტი იტყობინება, რომ "მილანთან" წაგებული მატჩის (0:4) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რაფაელ ლეაოს გასასვლელში უთხრა, რომ გოლის აღნიშვნა ასეთი ჟესტით არ შეიძლებოდა. საუბარში "როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ჩაერია და სპალეტის მიმართა:
"ლუჩანო, რამ გაგაღიზიანა? სკუდეტო მოგებული გაქვს, რაღა გინდა?"
სპალეტიმ თქვა, რომ მალდინი ხელებს იქნევდა და უპატივცემულოდ მოექცა, რაც არ მოეწონა. მან ასევე მარცხის მიზეზი განმარტა:
"დაღლილობას შეეძლო ჩვენზე ემოქმედა, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებზე ძალიან ზრუნავს და მთელ ძალებს ახარჯავენ. ამასთან მრავალი რამ თავად მატჩებზეა დამოკიდებული, მგზავრობაზე. ფეხბურთელები ცოტა დაღლილები ბრუნდებიან, მაგრამ "მილანიც" იგივე სიტუაციაშია.
ნაწილობრივ საქმე დაღლილობაშია, ნაწილობრივ მეტოქის კარგ თამაშში. ჩვენ კი ჩვენს ჩვეულ დონეზე ვერ ვიასპარეზეთ.
სანაკრებო პაუზისას ცოტა არ გაგვიმართლა, ოლივეირა ტრავმირებული დაგვიბრუნდა, ოსიმენი... ახლა ჩემპიონთა ლიგისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, ზოგი დაიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენთვის კენჭისყრა უიღბლო იყო. ვიღაცას ეგონა, სუსტი მოწინააღმდეგე შეგვხვდა. თუმცა, ეს ასე არაა. ვიზავის კარგი პერიოდი არ ჰქონდა, მაგრამ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა ყველაფერს ცვლის. ასეთ შეხვედრებში ძნელია ვინმეს მოძებნა, რომელიც ბოლომდე რ იხარჯება. იმედია, დღევანდელი თამაშის შემდეგ ასე მხოლოდ მე არ ვიფიქრებ", აღნიშნა სპალეტიმ.
0
0