
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ SpaceX-ისა და X-ის სათავო ოფისები კალიფორნიიდან ტეხასში გადავა.
მასკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, შტატის სკოლები ვალდებულნი აღარ იქნებიან მშობლებს შეატყობინონ, თუ მათი შვილი სქესის შეცვლას გადაწყვეტს.
"ეს უკვე ბოლო ზღვარია. ამ და მანამდე მიღებული მრავალი სხვა კანონის გამო, რომელთა „სამიზნე“ ოჯახები და კომპანიებია, SpaceX-ის შტაბ-ბინა კალიფორნიის ქალაქ ჰოუთორნიდან ტეხასის ქალაქ სთარბეისში გადავა.
დაახლოებით ერთი წლის წინ, გუბერნატორ ნიუსომს ავუხსენი, რომ მსგავსი კანონები ოჯახებსა და კომპანიებს აიძულებს, დატოვონ კალიფორნია თავიანთი შვილების დასაცავად", - წერს მასკი X-ზე.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026