
სოციალური ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სუბარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება საჭიროა, რათა დაცული იყოს ადამიანის ღირსება და დასჯადი იყოს შეურაცხყოფა.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზიასა და რადიოს.
„დღეს, ტელევიზიაზე, რადიოზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. სოც-ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხვორება იყოს დაცული, რომ ის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0