
სოხუმის აეროპორტის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს იგეგმება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ტექნიკური რეისები გვექნება არაუგვიანეს ივლისისა, აეროპორტი ამოქმედდება 2024 წლის 31 დეკემბერს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მანვე განაცხადა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოება გაიგებს, რომელ რუსულ კომპანიასთან გააფორმა საინვესტიციო ხელშეკრულება აფხაზეთმა აეროპორტის რეკონსტრუქციაზე.
მისივე თქმით, ინვესტორი ორ ქვესადგურსაც შეაკეთებს და აეროპორტამდე გზასა და ხიდებს გამართავს.
მანამდე ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ აეროდრომი და აეროდრომის სტრუქტურა სახელმწიფო საკუთრების სტატუსს ინარჩუნებს და მხოლოდ ინვესტორს გამოიყენებს ან გაქირავდება.
0
0
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
09/10/2026