04/04/2023
17:06
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ გოგაშვილი წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 2022 წლის 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
0
0