ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა.
„ამ დილით შემატყობინეს, რომ ბატონი სოსო ცისკარიშვილი გარდაცვლილა. პანაშვიდი სამშაბათს და ოთხშაბათს, გამოსვენება ხუთშაბათს 3 საათზე. მისამართი ვლადიმერ გაბაშვილის 3, პირველი სადარბაზო , მე- 5 სართული“,-წერს ზაზა ფირალიშვილი.
სოსო ცისკარიშვილი 1948 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე, 1976-1979 წლებში სწავლობდა მოსკოვში, საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიაში.
1971-74 წლებში მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რადიოქიმიურ კვლევათა პრობლემური ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
1988-1989 წლებში იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან - სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია "მსოფლიო ლაბორატორიის" გამგეობის თავმჯდომარე იყო., 2006 წლიდან - ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე, 2008 წლიდან - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.
0
0