
სომხეთის გეღარქუნიკის რეგიონში სამხედრო ნაწილის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, სამის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არამ ტოროსიანმა განაცხადა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანძარი დიდი რაოდენობით ბენზინის მოხმარებამ გამოიწვია.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ გენერალური პროკურატურა და საგამოძიებო კომიტეტი ამ ინციდენტის ყველა გარემოებას გამოავლენენ.
რადიო Azatutyun-ის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მეორე არმიის კორპუსის მეთაური ვაჰრამ გრიგორიანი.
0
0