
სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
როგორც "არმენპრესი" იუწყება, ამის შესახებ შეტყობინება სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა გაავრცელა.
უწყების ცნობით, ბაგრატაშენი-ნოემბერიანი-იჯევანი-დილიჯანი-ერევნის მარშრუტზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია.
ბაგრატაშენ-სოფელი ახტანაქისა და იჯევან-დილიჯანის საავტომობილო გზებზე მოძრაობა ცალმხრივია. ეს ტერიტორიები უნდა იქნას გამოყენებული "გადაუდებელ შემთხვევაში", ნათქვამია შეტყობინებაში. ბაგრატაშენის საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოს საბაჟო პუნქტიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის გამო, სომხეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერდა.
სომხეთის ჩრდილოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, იტყობინება რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
0
0