
სომხეთში პრორუსი ბლოგერი მიკა ბადალიანი და Sputnik Armenia-ს ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი დააკავეს. ისინი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს. საქმე აღძრულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, და სხვა აკრძალული მასალების ტარება-შენახვის მუხლით, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული წინასწარ შეთქმულების გზით.
მომხდარს სომხეთში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის სიტუაციის გასარკვევად ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს.
ასევე რუსული სააგენტოს ჟურნალისტის დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც ერევანში რუსეთ-სომხეთის მედიაფორუმთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს იმათი პროვოკაცია, ვისაც სძინავს და ძილში ელანდება, თუ როგორ გააფუჭოს რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები. დასავლეთი მასში დიდ ფულს აბანდებს. სრულიად ნათელია, რომ ძალები, რომლებიც ამას ცდილობენ, ბოლო დროს გააქტიურდნენ“, - განაცხადა ზახაროვამ.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026