13/11/2023
20:12
მსოფლიო
საფრანგეთმა სომხეთს Bastion მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა გადასცა, რომელზეც უკრაინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა. ამის შესახებ Ouest France იტყობინება.
როგორც მასალაშია აღნიშნული, პარიზმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ერევნის სამხედრო დახმარების გაწევა. შესაბამისი ინიციატივების ფარგლებში, საფრანგეთის ხელმძღვანელობა სომხეთს აღნიშნული ჯავშანტექნიკის პირველ პარტიას მიაწვდის.
სტატიის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტექნიკის მიწოდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით ხდება. ამავდროულად, ჯერ კიდევ 2022 წელს, ბრიტანული გაზეთი Tribune წერდა პარიზის გეგმებზე უკრაინის კონფლიქტის ზონაში 20-მდე ბასტიონის ჯავშანტექნიკის გაგზავნის შესახებ.
„ეს მანქანები, თავდაპირველად, უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ კიევი მათ საარტილერიო ცეცხლისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან ცუდად დაცულად მიიჩნევდა“, - ნათქვამია გამოცემაში.
შედეგად, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა თავისი ტექნიკის სომხეთში გაგზავნა - აცხადებენ მასალის ავტორები.
12 ნოემბერს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს უარი თქვას იარაღის საკუთარი არსენალიდან უკრაინაში გადატანაზე. მისი თქმით, პარიზი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს აიძულოს კიევი, მწარმოებლებისგან უშუალოდ შეიძლინოს იარაღი სპეციალური ფონდის სახსრების გამოყენებით..
0
0