-share.jpg)
სომხეთმა დაასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 ოქმის რატიფიკაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას ყველა ვითარებაში.
სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში, არმან ხაჩატრიანმა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, თანდასწრებით, შესანახად ჩააბარა შესაბამისი სარატიფიკაციო დოკუმენტი.
სომხეთი გახდა ევროპის საბჭოს 45-ე წევრი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ამ პროტოკოლის რატიფიცირება და რომელიც კრძალავს სიკვდილით დასჯას ყველა ვითარებაში, მათ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის.
მანამდე კი, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ.
3 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი მიიღო . სომხეთმა ხელი მოაწერა რომის სტატუტს 1998 წელს, მაგრამ აქამდე მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.
ევროკავშირმა, სომხეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას, აღნიშნა, რომ „კრემლში ავტოკრატისთვის სამყარო პატარავდება“.
0
0