
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სომხეთმა, შესაძლოა, მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს განცხადება სიმონიანმა ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა, რომლის დროსაც მან არაერთხელ აღნიშნა სომხეთის სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი, იუწყება SOVA.
„ჩვენ ვიზიარებთ ლატვიისა და ევროკავშირის წევრების ღირებულებებს, ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა, რომ გავხდეთ ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - განუცხადა სიმონიანმა ადგილობრივ მედიას. მისი თქმით, სომხურმა საზოგადოებამ უკვე გადაწყვიტა ევროკავშირის ნაწილი გახდეს.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პარლამენტმა განიხილა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ოდესმე, უახლოეს მომავალში ჩვენ ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იტყვის დიახ“, - განაცხადა სიმონიანმა.
0
0