ბორანი, რომელიც ზემო ლარსის საგუშაგოს ალტერნატივა უნდა გამხდარიყო და სომხეთს ტვირთის, საქართველოს გავლით, რუსეთში გატანის საშუალებას აძლევდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ამოქმედდა და ფუნქციონირებდა, მაგრამ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს შორის საკმარისი ინტერესი არ გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ მოვემსახურეთ საბორნე მარშრუტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებაზე”, - თქვა კერობიანმა.
„ჩვენი შეფასებით, (პროექტს) არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში. ჩვენ არ გვინახავს ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც ამ ბორანს იყენებდნენ ისე, რომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა ამ პროგრამის გაგრძელებაში“, - თქვა კერობიანმა.
მინისტრის თქმით, 2023 წელს რუსეთი კვლავაც იყო სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ მისი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ოდნავ შემცირდა. „შემდეგ არიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ. ეს უკანასკნელი (ქვეყანა) ამ სიაში პირველად არის“, - დასძინა მან.
0
0