
სომხეთი და საქართველო თავიანთი მოქალაქეებისთვის მოგზაურობას ამარტივებენ.
ერევანმა შეთანხმების პროექტი უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ახლა საზღვრის გადასაკვეთად პასპორტი საჭირო აღარ იქნება. საზღვრის გადაკვეთის მსურველებისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ პირადობის მოწმობა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლებელია ქართული დელეგაციის დღევანდელი ვიზიტისას.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა.
სომხეთის დედაქალაქში ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი მოლაპარაკებები ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის.
0
0