
Bloomberg-ის ცნობით, სომხეთის, საქართველოსა და ტაჯიკეთის ვალუტებმა მსოფლიო ზრდის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ამის მიზეზი რუსების მასობრივი ემიგრაციაა.
დანაზოგი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებმა თან წაიღეს დსთ-ს ქვეყნებში, მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რამაც გამოიწვია ამ სახელმწიფოების ეროვნული ვალუტების ზრდა დოლართან მიმართებაში.
ნოემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველომ რუსეთიდან, წელს, დაახლოებით, 2,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ფულადი გზავნილებიდან, ტურიზმიდან და საქონლის ექსპორტიდან. ეს მოცულობა, დაახლოებით, ორნახევარჯერ აღემატება საქართველოს შემოსავალს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედებიდან 2021 წელს.
„2022 წლის აპრილ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 1,135 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი არის საქართველოში გადმოსული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფულს რუსეთიდან გზავნიან“, - აცხადებენ TIG.
0
0