სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ არის
A-
+A

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი სომხეთის დღის წესრიგში არ არის,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა, ARMENPRESS-ის შეკითხვაზე საპასუხოდ.
ARMENPRESS: როგორია სომხეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
ვაჰან ჰუნანიანი: ბუნებრივია, გვინდა, რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემები დიპლომატიური დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე გაეროს წესდებას ეფუძნება. ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგმება.
ARMENPRESS: თვლით თუ არა, რომ შესაძლებელია სომხეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიაროს?
ჰუნანიანი: დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას.
0
0
494
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
13/08/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%