სომხეთის რესპუბლიკა პალესტინის სახელმწიფოს ცნობს, – ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.
„კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დამიზნებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას და დატყვევებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს მათი უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. უფრო მეტიც, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით.
სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას და მხარს ვუჭერთ, პალესტინა – ისრაელის კონფლიქტის მოგვარების „ორი სახელმწიფოს“ პრინციპს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელების და ისრაელელებისთვის თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0