
სომხეთის მთავრობის შენობასთან ვითარება პერიოდულად იძაბება. რეგულარულად ფიქსირდება ინციდენტები პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის. მათ შორის ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა. მოქალაქეები ყვირიან "სირცხვილი".
ახლა მთავრობის შენობის შესასვლელთან უამრავი პოლიციელია შეკრებილი და რამდენიმე რიგად გაწყობილი.
ბლოკ „დედა სომხეთის“ ხელმძღვანელი ანდრანიკ თევანიანი დააკავეს და ამ წუთებში მისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა იშხან საღათელიანმა განაცხადა.
საღათელიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაფიცვასა და საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
„შეწყვიტე მუშაობა, სომხეთი კატასტროფის ზღვარზეა და შეუძლებელია იმის იქმნიდე აზრს, თითქოს ყველაფერი რიგზეა და იცხოვრო ჩვეულებრივი ცხოვრებით. იარეთ ქალაქში, შედით კაფეში შეურაცხყოფის გარეშე, ძმურად აუხსენით ხალხს, რა ხდება დღეს არცახში, რომ გენოციდი ხდება, ეს კატასტროფა თითოეული ჩვენგანის სახლში მოვა, უთხარით შემოგვიერთდნენ. ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანები, როდესაც ჩვენი ხალხის დაუძლეველი ძალა ერევნის ქუჩებსა და მოედნებზე გამოვა, მაშინ პოლიცია ვერ შეძლებს მტრის დაცვას“, - განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ სპონტანური ქმედებები უნდა გაგრძელდეს.
ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ, რომლებმაც ბედის და აზერბაიჯანის ანაბარა მიატოვეს არცახი და რესპუბლიკის 120 000-იანი მოსახლეობა.
22 სექტემბრის დილიდან ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ახალგაზრდები ქუჩებს კეტავენ, სკოლები დაკეტილია.
0
0