28/10/2022
13:36
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა რუსეთის წინადადებაზე იმუშაოს, ამის შესახებ მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, სექტემბრის დასაწყისში ერევანი დათანხმდა "იმუშაოს ძირითად საერთაშორისო პრინციპებსა და პარამეტრებზე დაყრდნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამყარებაზე, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა". ფაშინიანმა დაწერა, რომ „[სომხეთი] მზადა ეს სოჭში დაადასტუროს“.
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი თავის წინადადებებს მხარს დაუჭერს“, - დაწერა სომხეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სომხეთმა თავისი მონაწილეობა დაადასტურა, აზერბაიჯანულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევაზე ჯერჯერობით საჯარო პოზიცია არ გამოუხატავს.
ამასთან სომხეთში იმყოფება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, ამის შესახებ თავად ევროპელმა დიპლომატმა Twitter-ზე განაცხადა, ვიზიტის მიზნების დაკონკრეტების გარეშე.
0
0