სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე - ნიკოლ ფაშინიანი
28/10/2022
12:43
მსოფლიო
A-
+A
სომხეთი მზად არის იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„სომხეთი სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, დაადასტუროს ეს სოჭში. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
31 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მიემგზავრება, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.
0
0
227
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%