11/05/2023
10:50
მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბაქოს ინფორმაციით, ცეცხლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. ერევნის ცნობით, აზერბაიჯანულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს დასახლება სოტკის მიმართულებით. სომხური მხარის ცნობით, დაჭრილია ორი ჯარისკაცი.
ორივე მხარის ინფორმაციით ცეცხლი არტილერიიდან და ნაღმმტყორცნებიდან გაიხსნა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.
ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან ცეცხლი გრძელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხური ძალები ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს იყენებენ.
ცნობისთვის, 14 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
0
0