01/09/2023
12:09
მსოფლიო
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები 07:50 საათიდან ინტენსიურად დაბომბავს სომხურ პოზიციებს სოტკის მიმართულებით. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს ცნობით, სოტკთან აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა.
გარდაცვლილთა ვინაობა და ინფორმაცია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„სპუტნიკ-არმენიას“ ინფორმაციით, უწყებაში განაცხადეს, რომ ბაქომ წინა დღით პერიოდული დეზინფორმაციით ფაქტობრივად ნიადაგი მოამზადა მორიგი პროვოკაციისთვის.
პირველ სექტემბერს, დილით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, რომლებიც განლაგდნენ ბასარკეჩიარის რეგიონში, ზოდის დასახლების მიმართულებით, გამოიყენეს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ქალბაჯარის რაიონში.
ამის შესახებ კი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
„შედეგად დაიჭრა ჩვენი ორი სამხედრო მოსამსახურე. ამჟამად ჩვენი ქვედანაყოფები ამ მიმართულებით იღებენ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს“ - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
0
0