
19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა მესამე ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ სომხეთის შესაბამისმა დანაყოფებმა 18 სექტემბერს, 20:28-დან 20:34 საათამდე პერიოდში, ჩაახშეს ბაქო-თბილისის მარშრუტზე მფრინავი სამოქალაქო თვითმფრინავის GPS პოზიციონირების სისტემა. ამის შესახენ „ნიუს.ამ“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეტყობინება სრულიად მცდარია.
„მითითებულ მარშრუტზე მოძრავ თვითმფრინავებს არ სჭირდებათ არა მხოლოდ არცახის რესპუბლიკის საზღვრების გადაკვეთა, არამედ მათთან ახლოს ფრენაც კი. მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში და 2020 წლის სამხედრო ოპერაციების შემდეგ, აზერბაიჯანული მხარე იყო, რომელიც მუდმივად უმიზნებდა არცახის რესპუბლიკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბლოკავდა ლაჩინის დერეფანს, აფერხებდა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებას და ახშობდა ინტერნეტთან და ფიჭურ კომუნიკაციებთან წვდომას“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0