
წელს სომხეთის ბევრმა მცხოვრებმა ახალი წლის აღნიშვნა ეგვიპტეში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აირჩია, მაგრამ ვიზიტების რაოდენობით საქართველო პირველ სამეულს იკავებს. ამის შესახებ Sputnik-ს სომხეთს ტურისტული კომპანიის Gyumri Tour-ის დირექტორმა გორ ტოროსიანმა განუცხადა.
„4-5 დღიანი პაკეტი ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევით, საახალწლო ვახშმით და სამდღიანი ტურებით უფრო იაფია, ვიდრე სომხეთის სასტუმროში სამდღიანი ყოფნით“ – ამბობს ტოროსიანი.
მან აღნიშნა, რომ მის მიერ მითითებული ტურის ღირებულება საქართველოში 250-300 დოლარის ფარგლებში მერყეობს, სომხეთში კი 600-800 დოლარამდე.
მისი თქმით, პირველ რიგში საქართველოში VIP-პაკეტები გაიყიდა, 600-800 დოლარი ღირს. უკვე მაშინ იყიდებოდა ეკონომ პაკეტები.
მანვე აღნისნა, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში ტურისტული პაკეტები დასრულდა, ხალხი ცდილობდა ბილეთების შეძენას ბათუმის, ბორჯომის, ბაკურიანისა და მცხეთის მიმართულებით.
ტურიზმის ექსპერტის მეხაკ აპრესიანის თქმით, სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც საახალწლოდ საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, საქართველოს ამჯობინებენ. სომხებს მოსწონთ ეს მარშრუტი, რადგან არ საჭიროებს ვიზას. გარდა ამისა, მოკლე საახალწლო არდადეგების პირობებში ეს მათ ძვირი არ დაუჯდებათ.
0
0