
ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის, დონალდ ტრამპისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში 7-8 აგვისტოს ჩავა.
ფაშინიანის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ვაშინგტონში გაიმართება ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი სამმხრივ შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.
სომხური მედიის ცნობით, შეხვედრის მიზანია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025