
სომხეთი აზერბაიჯანს სიუნიქის რეგიონში ექსკავატორისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13:10 საათზე აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფმა ცეცხლი გაუხსნა ექსკავატორს, რომელიც სიუნიქის რეგიონში, სოფელ ვერიშენიდან 4 500 მეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე, პოზიციებს შორის გზების მშენებლობაზე სამუშაოებს ახორციელებდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს, გამოიძიოს სროლის ფაქტი და საჯარო ახსნა-განმარტება უზრუნველყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ბაქოში უარყოფენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ აღნიშნული მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა.
0
0