
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა.
„არსენ ტოროსიანი საქართველოში მოადგილესთან, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ჩამოვიდა. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა. სომეხ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამინისტროში. დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს. ასევე, დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0