
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი გავრცელებულ ინფორმაციას ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით უარყოფს და ჟურნალისტს სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში სდებს ბრალს:
„მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 აპრილს ერევანში ლგბტ+ თემის აღლუმის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
გავრცელებული მასალები ატარებს უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ტიპურ ნიშნებს და წარმოადგენს ჰიბრიდული გავლენის კამპანიების შემადგენელ ნაწილს. პუბლიკაციის ავტორს, ოქაი დეპრემს, არაერთხელ გაუვრცელებია არასანდო და მანიპულაციური ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების შესახებ, რაც დოკუმენტირებულია როგორც სომეხი, ისე საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
მსგავსი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის შელახვა საარჩევნო პროცესების წინ“, — დაწერა ბაღდასარიანმა.
ცნობისთვის, ცოტახნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანის თანხმობით, სომხეთის პირველი ლგბტ+ აღლუმი ერევანში აპრილის თვეში გაიმართება
0
0