
„სომხეთის ელექტროქსელების“ მთავარ ოფისში სამართალდამცველები შევიდენენ და ჩხრეკას ატარებენ.
როგორც სომხური მედია წერს, ადგილზე დილიდან იმყოფებიან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომლები. მედიის ცნობით, ისინი „სომხეთის ელექტროქსელის“ ოფისში არავის უშვებენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები ასევე შევიდნენ „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ნარეკ კარაპეტიანის სახლში, სადაც ასევე მიმდინარეობს ჩხრეკა. ნარიეს კარაპეტიანი არის სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის და ფილატროპის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი. სამართალდამცველებმა სამველ კარაპეტინიას ძმისშვილი წაიყვანეს. ჯერ უცნობია, ის დაკავებულია თუ – არა.
ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი ივნისში დააკავეს. მას ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთება ედება ბრალად. თავად კარაპეტიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლება მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით ახორციელებს დევნას. ამასთან, გასულ კვირაში სომხეთის საკანონმდბელო ორგანომ – ეროვნულმა კრებამ მხარი დაუჭირა „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციას. „სომხეთის ელექტროქსელები“ სომხეთში ელექტროენერგიის განაწილების მონოპოლისტი კომპანიაა და ის ეკუთვნის კომპანია „ტაშირს“, რომელსაც სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს.
0
0