
სომხეთი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარი ტერიტორიის მესამე ქვეყანაზე გადაცემას, განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა, თურქეთში ამერიკის ელჩის განცხადების კომენტირებისას.
"თქვენს მიერ გამოყენებული ლექსიკა მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკისთვის". სომხეთის ტერიტორიის იჯარით შტატებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ბაგდასარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მიწის იჯარით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო მიწებზე, მათი შემდგომში დანიშნულებისამებრ გამოყენების ფარგლებში. "შესაბამისად, ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტის განხორციელება შეუძლებელია"
ცნობისთვის, ვაშინგტონი გამოდის წინადადებით, თავის თავზე აიღოს აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის არსებული სატრანსპორტო დერეფანი, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა.
ბარაკის სიტყვებით, ამერიკა კონფლიქტის მხარეებს სთავაზობს 32 კილომეტრიანი დერეფნის იჯარით აღებას 100 წლის ვადით. მოიჯარე იქნება კონფლიქტში ნეიტრალური, ამერიკული კომპანია.
"ისინი დაობენ 32 კილომეტრიანი გზის გამო - და ეს გრძელდება ათწლეულების მანძილზე. ამიტომ ამერიკა სთავაზობს: "კარგით, ჩვენ ამას ავიღებთ. მოგვეცით გზა ასი წლით, და მას ყველა გამოიყენებს".
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025