
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშნიანმა დაწერა.
სომხეთის პრემიერის ცნობით, მან ქვეყნის თავდაცვის უწყებას დაავალა, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროსადმი ჩემი მითითება მკაფიოა: არ დაარღვიოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სომხეთი მშვიდობისკენ მიემართება და არა ომისკენ“, – წერს სომხეთის პრემირ-მინისტრი და აღნიშნავს, რომ მზად არის, შეთანხმებულ პროექტს ხელი მოაწეროს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.
0
0