05/08/2023
15:24
საზოგადოება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
ფაშინიანის თქმით, მოძმე ქართველი ერის ღრმა მწუხარებას იზიარებენ და დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სულის სიმტკიცეს უსურვებენ.
"თქვენო უდიდებულესობავ, ღრმად შეძრული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც რაჭის რეგიონში ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია.
"სომეხი ხალხისა და ხელისუფლების, ასევე პირადად ჩემი სახელით თანაგიგრძნობთ და ვუცხადებ მხარდაჭერას ქართველ ერს.
დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სიძლიერესა და სულის სიმტკიცეს, დაშავებულებს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ასეთ რთულ დროს ვიზიარებთ მოძმე ქართველი ერის ღრმა მწუხარებას", - აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.
0
0